|
2018-08-17 10:20:04, 864 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: ჩვენ ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების ფარგლებში, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოპოზიციური ფრაქციის წევრებთან შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ. „მხარეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, პროცესსა და მოდელებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო დღეს მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. „გრძელდება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. ამჯერად ეს შეხვედრა იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. ჩვენ, ასევე ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას. უკვე დავფარეთ საზოგადოებრივი ჯგუფების დიდი ნაწილი და პროცესი გრძელდება იმ მიზნით, რომ შეირჩეს საუკეთესო კანდიდატი ღია, გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით ეს უკვე რიგით მეექვსე შეხვედრაა. აღინიშნა, რომ კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)