19:42 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 16:41:21, 5806 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ მესამე სქესის განსაზღვრებას მხარი დაუჭირა

გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები ოფიციალურად შეძლებენ მესამე სქესის მითითებას.

კანოპროექტი, რომელიც ოთხშაბათს დაამტკიცეს, ინტერსექს ადამიანებს საშუალებად აძლევს, ოფიციალურ დოკუმენტებში მათი სქესი, როგორც “სხვა” ან “განსხვავებული” დაარეგისტრირონ. ცვლილებების ძალაში შესვლამდე ინტერსექს ადამიანებს შეეძლოთ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში სქესი არ მიეთითებინათ.

კანონპროექტი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადდა.  სასამრთლომ დაადგინა, რომ დღემდე მოქმედი რეგულაციები ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია. გერმანიის მთავრობაში ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში თქვეს, რომ ვერდიქტს დაემორჩილებოდნენ.
კანონპროექტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა. კატარინ ბარლის თქმით, სქესობრივი იდენტობის გამო, არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics