|
2018-08-16 12:11:43, 1079 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში: „Cold Peace: Ten Years after the Russia-Georgia War – Assessing the Impact on European Security". დავით ბაქრაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და 2008 წლის მოვლენები შეაფასა. ელჩმა ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ძირეული ნორმებისა და პრინციპების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებებით, რუსეთმა საშიში პრეცედენტი შექმნა და საფრთხე შეუქმნა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. „რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება. ამავდროულად, საქართველო ინტენსიურად იყენებს ყველა საშუალებას ომის შედეგებითა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგებისთვის. ამის მაგალითია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა: "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ." -განაცხადა დავით ბაქრაძემ. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ეთნიკური წმენდის შედეგად ასიათასობით ადამიანი იძულებით ადგილნაცვალ პირად და ლტოლვილად აქცია, რომელთაც დღემდე არ ეძლევათ საშუალება ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლში. მან ასევე განიხილა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე გავრცელებული ძალადობის ცხადი მაგალითები. დისკუსია „ამერიკის ხმის" მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს ელჩთან ერთად, პანელზე სიტყვით წარდგნენ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში 2008-09 კურტ უოკერი და აშშ-ის ეროვნული ინტერესის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სანდერსი.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)