19:59 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 10:40:32, 725 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო

„როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო“,-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 პარლამენტის თავჯდომარის თქმით, შენობის ზომა არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც ფართოა.

„როცა საუბარი მქონდა ილუზიებზე, რომელიც შექმნილია პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის პრეზიდენტის სასახლეც. ანუ, როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო. ერთგვარი ილუზიები იქმნება ამ სიმბოლოებით. აქედან გამომდინარეც, მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებებთან თანხვედრაში იყოს სიმბოლოები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე“,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics