|
2018-08-10 14:20:23, 4471 ნახვა
სხვადასხვა
9 ქვეყანა, რომელიც 14 529 ატომურ ბომბს ფლობს
მსოფლიოში ოფიციალურად სულ 14529 ერთეული ატომური ბომბია და ამ შეიარაღებას 9 ქვეყანა ინაწილებს. ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა საკუთარ თავს იქამდე გაანადგურებს, სანამ უცხოპლანეტელებს, ან თუნდაც სხვა სიცოცხლესთვის შესაფერის პლანეტას აღმოაჩენს და ეს თეორია სულ უფრო და უფრო რეალისტურ ხასიათს იძენს. პირველ და ყველაზე რეალურ საფრთხეს სწორედ ატომური იარაღი წარმოადგენს. სწორედ, ამიტომ მისი (იარაღის) წარმოება და შენახვა მკაცრი კონტროლის საგანია. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ და დავითვალოთ ვის რამდენი ატომური იარაღის ერთეული გააჩნია. ცივი ომის შემდეგ, ატომური იარაღის წარმოება და ზოგადი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამერიკელი მეცნიერების ფედერაციის დასკვნის მიხედვით, 80-იანების ბოლოს დედამიწაზე 70 ათასი ატომური ბომბი არსებობდა. დღეს მათი დაახლოებითი რაოდენობა 14525 შედგენს და ამ არსენალს ერთმანეთში 9 ქვეყანა ინაწილებს. ატომური იარაღის ყველაზე "მდიდარი" მფლობელები აშშ და რუსეთი გახლავთ, ყოველ მათგანს 6000 ერთეულზე მეტი ატომური ბომბი გააჩნია, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური რიცხვებია. ხუთეულში ასევე არიან: საფრანგეთი-(300ერთეული), ჩინეთი-(280ერთეული) და გაერთიანებული სამეფო-(215) ერთეული. არსებული მონაცემებით, ატომურ არსენალს ისეთი ქვეყნებიც ფლობენ, როგორებიც არიან ინდოეთი-(140) და პაკისტანი-(150). ისრაელი თავის მხრივ 80 ატომურ ბომბს ფლობს. ჩრდილოეთ კორეის შესახებ მონაცემები ზუსტი არ არის, გაურკვეველია რამდენი ბომბი საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება, ყველაზე უარეს სცენარში ქვეყანა 60 ერთეულს ფლობს. მსოფლიოს სრული ატომური განიარაღების ინიციატივით გაერო და რამდენიმე ნობელის პრემიის მფლობელი გამოდის. ამის მიუხედავად ატომური იარაღის მფლობელი ქვეყნები მას ერთგვარ "შეჩერების მექანიზმად" და ურთიერთგანადგურების საფრთხის ფსიქოლოგიურ ბარიერად თვლიან. ამ ფორმულის მიხედვით, ნებისმიერ ატომურ ქვეყანაზე სხვა ატომური ქვეყნის მხრიდან თავდასხმა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ამის დამტკიცებას ატომური იარაღის მხარდამჭერი პოლიტიკოსი მარგარეტ ტეტჩერი ცდილობდა:"ატომური იარაღის გარეშე მსოფლიო ბევრად უფრო არასტაბილური და ყოველი ჩვენთაგანისთვის საშიში იქნებოდა", - თქვა მან ერთხელ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)