|
2015-06-04 12:50:11, 1622 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად სოფელი მლაშე გარე სამყაროს მოწყდა
სტიქიის შედეგად დუშეთის რაიონში 15 სოფელი დაზარალდა. ყველაზე მეტად დაზარალებულია სოფლები ბაგა და მლაშე. მლაშე გარე სამყაროს მოწყვეტილია, სოფელთან მისასვლელი გზა მოვარდნილმა ნიაღვარმა ჩარეცხა. დუშეთის გამგეობაში აცხადებენ, გზის სავალი მონაკვეთის აღდგენას დღის განმავლობაში მოახერხებენ. სოფელ ბაგაში კი განადგურებულია საკარმიდამო მიწები და სასოფლო სამეურნეო ნათესები. მოსახლეობის თქმით, მათ მოსავალი თითქმის აღარ დარჩათ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მთავრობის დახმარების იმედი არ აქვთ. ამასთან, დუშეთის რაიონის 12 სოფელი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი ქვესადგურის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და აცხადებენ, რომ საღამომდე ელექტროენერგიის აღდგენა მოხდება. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთიც, რამაც სატვირთო მანქანების სავალი ნაწილიდან გადასვლა გამოიწვია. ამ დროისთვის დუშეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური ტექნიკის დახმარებით შეძლო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის აღდგენა. დუშეთის რაიონში ზარალის შესასწავლად დილიდან ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროც. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ბაზალეთის თემში შემავალ სოფლებში, ზედაპირული დათვალიერებით ნათესები განადგურებული არ არის. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისია შეიქმნება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)