19:39 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 18:57:25, 858 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის, მაიკ პომპეოს ინიციატივით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მომავალშიც დაეხმარება საქართველოს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ კვლავაც არსებობს.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას. აღინიშნა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა პრეზიდენტის პირად როლსა და უშუალო წვლილს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაიკ პომპეოს ამერიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და გაიხსენა ის მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ბრიუსელში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას შედგა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის კონკრეტულ გზებზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics