|
2018-08-06 18:38:17, 768 ნახვა
კომენტარი
იზორია: ჩვენი ვალია პირველ რიგში უკვდავყოთ, ქედი მოვიხაროთ ათი წლის წინ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების წინაშე
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა, სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყნისთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ წვლილსა და თავგანწირვაზე ისაუბრა. „ჩვენ, პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ათი წლის წინ გვიჩვენეს, თუ რა არის ქართველი ჯარისკაცისთვის სამშობლოს სიყვარული, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ის ღირსეული გზა, რომელიც ისტორიულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ, ჩვენი ვალია პირველ რიგში უკვდავყოთ, ქედი მოვიხაროთ მათი სახელების წინაშე. მადლობა ვუთხრათ კიდევ ერთხელ მათ და მათი ოჯახის წარმომადგენლებს, იმ თავგაწირვისა და თავდადებისთვის რაც მათ სამშობლოსთვის გასწიეს. ჩვენ ამ ათი წლის შემდეგ შეგვიძლია სიმაყით ვთქვათ, რომ მართლაც ბევრი რამ გაკეთდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა მინისტმა.
(NS)
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)