|
2018-08-06 12:45:49, 966 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: ნინო გვენეტაძემ იმედები ვერ გაამართლა
„ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, თუმცა მას არანაირი ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროსგან და პარლამენტისგან არ ჰქონია. შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ სასამართლო სისტემაში, არ არის სწორი მხოლოდ ერთ ადამიანს დაბრალდეს“, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, კანდიდატის შერჩევა მოხდება კონსულტაციების საფუძველზე. „პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მოსაზრებები და რჩევები, ეს არის, როგორ დაიგეგმოს პროცესი, იმისთვის, რომ მივიდეთ საუკეთესო შედეგამდე, როგორ წარმოუდგენიათ, აკადემიური წრეების წარმომადგენელებს პროცესის მართვა, კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს ადამიანი, იმიტომ, რომ კანონში არის საკმაოდ ზოგადი ჩანაწერები და კონკრეტული დეტალები არ არის გაწერილი, მათ შორის კრიტერიუმების მოთხოვნის მიმართულებით. ეს შეხვედრა ემსახურება, სწორედ პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ, მოსაზრებების მოსმენას“, - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა. პრეზიდენტი ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევას დღეიდან იწყებს.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)