|
2018-08-03 17:27:44, 1341 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, გადადექი და შენი ბრალია ყველაფერი, იყო ცარიელი წყალი
„კითხვების არარსებობა და სიმწირე ჩემდამი მიანიშნებს იმას, რომ არც არასდროს ყოფილა რეალური კითხვები და ის დიდი შეურაცხყოფის, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, გადადექი და შენი ბრალია ყველაფერი, იყო ცარიელი წყალი“,- ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო სხდომაზე, მისი გამოკითხვის რეკორდულად სწრაფად დასრულება. იუსტიციის მინისტრი კომისიისგან კანონის უზენაესობისა და დემოკრიის ხარისხზე შეკითხვებს ელოდა. „მე არ ველოდი რომ სულ 5 წუთი დავყოფდი დარბაზში დროს, რადგანაც მეგონა, ვისაუბრებდით, მაგალითად იმაზე, რომ 2017 წელს მსოფლიოს 120 ქვეყანაში, საქართველო იყო, კანონის უზენაესობის ინდექსში 38-ე, რომ საქართველო, პირველია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, დემოკრატიის ხარისხისა და კანონის უზენაესობის კუთხით. მეგონა, რომ ამაზე ვისაუბრებდით. პრაქტიკულად, კითხვების არარსებობა და სიმწირე ჩემდამი მიანიშნებს იმას, რომ არც არასდროს ყოფილა რეალური კითხვები“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)