|
2018-08-03 15:17:24, 1106 ნახვა
კომენტარი
შოთაძე: მსჯავრდებული გ.ბ ამბობს, რომ ჰქონდა დანა, ხოლო მის სხეულზე არსებული სისხლი სარალიძეს ეკუთვნოდა
ყოფილი მთავარი პროკურორი ხორავას ქუჩის საქმის დეტალებს იხსენებს. შოთაძის თქმით, საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ მ.კ-ს დანა არ ჰქონია და აღნიშნავს, რომ დანა საქმეში მსჯავრდებულმა პირებმა გამოიყენეს. "ის შედის ამ ფარდულში ეგრევე, როგორც კი ჩხუბი იწყება. ასევე დგინდება, რომ ის ამ ფარდულიდან გამოდის დასისხლიანებული, ასევე მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სისხლი არის სარალიძის, მერე მიდის და დანას ურტყამს დადუნაშვილს, რომელსაც კლავს ადგილზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აქ გვაქვს ორი ეპიცენტრი - ერთი ფარდული და მეორე დადუნაშვილის მკვლელობის ადგილი. სარალიძის შემთხვევაში, მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში და ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას, შემდეგ კი მიდის მეორე მეგობრის დასახმარებლად და კლავს დადუნაშვილს. პირადად ჩემი შინაგანი რწენა არის ის, რომ გ.ბ-მ ჩაიდინა სარალიძის მკვლელობა, ისევე როგორც დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა დადუნაშვილის მკვლელობა. ფარულ ჩანაწერში, რომელიც განხორციელდა გ.ბ.-სთან ის ამბობს, რომ დანა ჰქონდა მას და გ.ჯ-ს. შემდგომ გრძელდება პროცესი, 6 თვე ისინი ელოდებიან იმას, რომ მისი მეგობრები მისცემენ თუ არა ჩვენებას. ამ ხალხმა ამხილა მკვლელობაში გ.ბ. და გ.ჯ., ხოლო შემდეგ მსჯავრდებულები იძლევიან ჩვენებას, სადაც კი, ვერ ამხილეს ვერაფერში მათი მამხილებელი მ.კ. შესაბამისად აქედან თვალნათელია, რომ ორ პირს ჰქონდა დანა, ესენი არიან გ.ბ. და გ.ჯ. და სოწრედ მათ გამოიყენეს დანა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)