|
2018-08-01 16:39:25, 948 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ქვეყნის შეირაღებული ძალებისა და საქართველოს ინსტიტუციების მდგრადობის უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოებას. ლევან იზორიამ განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა: „ჩვენს ქვეყნებს შორის გაზრდილი ორმხრივი სამხედრო საწვრთნელი პროგრამების რიცხვი, აღჭურვის პროგრამების რაოდენობა, ფინანსური მხარდაჭერის მასშტაბები არის ნათელი დასტური იმისა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე! უდიდესი მნიშვნელობის ფაქტია, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის 2017 წლის ბოლოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს “ჯაველინების” სისტემის მიწოდება. ეს ნაბიჯი იმის პრაქტიკული დადასტურებაა, რომ ამერიკა საქართველოში ერთგულ და სანდო პარტნიორს ხედავს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო სექტემბერში მორიგ ქართულ-ამერიკულ სწავლებას Agile Spirit 2018 უმასპინძლებს და პარალელურად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. სიტყვის დასასრულს, ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა.
(NS)
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)