|
2015-06-03 18:35:24, 626 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან წამებულის გამზირზე სკვერში სასტუმროს აშენება იგეგმება
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე, სკვერში, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას, 6-სართულიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. როგორც დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პროექტი მერიის კულტურის საბჭომ მოიწონა და საბოლოო შეთანხმებისთვის არქიტექტურის სამსახურშია გადაგზავნილი. ელისაშვილის თქმით, ეს მშენებლობა მერიის მიერ რეკრეაციულ ზონებსა და ისტორიულ ადგილებში გაცემული ნებართვების გაგრძელება იქნება. „ეს პროექტი მერიის კულტურის საბჭომ, რომელიც დედაქალაქში ისტორიულ ტერიტორიაზე ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს, მოიწონა. ახლა არქიტექტურის სამსახურშია გადაგზავნილი. ფაქტობრივად, ნახევრადდამტკიცებულია ეს პროექტი. არქიტექტურის სამსახურის მაღალჩინოსნებს ველაპარაკე და ისინი აღტაცებულები არიან ამ გადაწყვეტილებით და აპირებენ, რომ დაამტკიცონ. არგუმენტად მითხრეს, რომ ადრე ამ ადგილას ისტორიულად შენობა იდგა. ეს ყოვლად აღმაშფოთებელია. ნარიყალაშიც იდგა სამეფო სასახლე, გორგასლის ძეგლის ადგილას ჯერ ისნის ციხესიმაგრე იდგა და შემდეგ საპატიმრო. ამიტომ უნდა მოვაძროთ გორგასლის ძეგლი და ავაშენოთ კორპუსი?! ესაა ქალაქის სიძულვილი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს იქ სასტუმრო. მოჭრიან ხეებს და სკვერის ერთ მესამედს აითვისებენ, თანაც ეს ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან განაშენიანებაში ხდება. უგულავას გაუსწრო უკვე ნარმანიამ. ეს ან აბსოლიტური უვიცობის შედეგია, ვერ ხვდებიან რომელ ქალაქს მართვენ, ან უბრალოდ გახრწნილნი არიან კორუფციით. სხვა ახსნა ამას არ აქვს, მირზა შაფი, პანორამა თბილისი, იპოდრომის ტერიტორია - ეს სკვერი კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა და ისტორიული ადგილია, სადაც მსგავს პროექტს გეგმავენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. „ექსპრესნიუსი“ კომენტარისთვის თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საკითხს გაარკვევენ. მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი III კლასის შენობის, სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს. მისი განაშენიანების ფართობი 574 კვ.მ. იქნება. დამკვეთი კი ნიკოლოზ ოკლეია.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)