|
2018-08-01 15:59:49, 867 ნახვა
კომენტარი
„საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა უპასუხისმგებლოა“ - პრეზიდენტი მარიხუანას ლეგალიზაციას მხარს უჭერს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანასთან ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის სრულად იზიარებს აზრს, რომ ადამიანებს მავნე ჩვევების გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ. „74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. მე შემიძლია შევუერთდე ამ 74%, ალბათ შემიძლია შევუერთდე 99% ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა, ალბათ შემიძლია შევუერთდე 100% რომელიც თვლის, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი ცუდი და კარგი ჩვევა ერთია და მეორე საკითხია, ამის გამო ადამიანები რამდენად უნდა გვყავდეს ჩასმული ციხეში. უნდა ვისწავლოთ ამ ზღვრის გავლება. აქ ლაპარაკია, რომ ადამიანები ციხეში არ უნდა იყოს ამის გამო. სრულიად სწორი, ღირებულებით გამართული და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული სასამართლოს გადაწყვეტილება. ერთია არ მოგწონდეს რაღაც და მეორე რომ ამის გამო ადამიანს ციხეში სვამდე. თავისუფალი საზოგადოება ამ ზღვარს ძალიან აფართოვებს. მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ უპასუხისმგებლოა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე. ინსტიტუტებს ამ ბოლო დროს ძალიან იოლად ესხმიან თავს, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზემოდან, ქვემოდან, ამ ინსტიტუტებს თუ დავანგრევთ მაინტერესებს ვინ დაიცავს კანონს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)