|
2018-08-01 14:55:20, 738 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მონაწილეობა წვრთნებში მშვიდობის გარანტიაა
,,თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში იმ სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან'', - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილე სამხედროებს და სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2018" გახსნა. როგორც საქრათველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სწავლებაში საქართველოსთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყანა მონაწილეობს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. ,,დღეს ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი საერთო მიზნები მიმართულია, მშვიდობის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და მათი ყოფის დაცვისაკენ. უმნიშვნელოვანესია ის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი და თქვენი ქვეყნების სიძლიერეში. ჩვენი მეგობრობა მიმართულია იქით, რომ დავიცვათ მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნების მდგრადობა, ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობა. პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტია იმ სტაბილურობის და მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდება. „ღირსეული პარტნიორი 2018" საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. ამჯერად, სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)