|
2018-07-31 12:29:53, 1094 ნახვა
კომენტარი
გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთისგან თავი დაიცვას (ვიდეო)
"საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავი დაიცვას. უნდა გააგრძელოს იყოს მოუნელებელი და ამის გასაკეთებლად ახლოს უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში", - ამის შესახებ ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა, ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ჰოჯესმა აღნიშნა, საქართველოში რუსეთის შეჭრა იმის მაგალითია, თუ როგორი სახელმწიფოა რუსეთი და ეს დასავლეთს არ უნდა დაავიწყდეს. „ჩვენ ყველა ვართ რუსეთთან სავარაუდო კონფლიქტის საფრთხის წინაშე. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს – იყოს კინეტიკური, კიბერსივრცეში, იყოს თავდასხმა ჩვენს ინსტიტუტებზე. იცით, რა მოხდა 2016 წელს ჩვენს არჩევნებზე. ეს ყველაფერი რუსეთისგან უწყვეტი ზეწოლის ქვეშაა. თვალები ყველას ფართოდ უნდა გვქონდეს გახელილი. აქ შვეიცარიაზე არ ვსაუბრობთ – ლაპარაკია რუსეთზე. საფრთხე ყველას გვემუქრება, თუ არ ვართ მომზადებული, არ ვართ ძლიერები და თუ მათ მკაფიოდ არ ვუთხარით, რომ რაღაცები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავი დაიცვას. უნდა გააგრძელოს იყოს მოუნელებელი და ამის გასაკეთებლად ახლოს უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. ამაში შედის ინფორმაციის, დაზვერვის, შესაძლებლობების გაზიარება. ქვეყნის შიგნით კი, თუ არსებობს კორუფცია, თუ ხალხი მთავრობას არ ენდობა, თუ მედიას საკუთარი საქმის კეთების საშუალება არ ეძლევა და თუ ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპები არ მუშაობს, რუსეთი ამას გამოიყენებს“, აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)