|
2018-07-31 11:52:02, 923 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების გამოკითხვა მიმდინარეობს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 დაწესებულებაში საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს კითხავენ. გამოკითხვის პროცესი უკვე ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობს. კომისიის წევრები მსჯავრდებულ გ.ბ-სა და გ.ჯ-ს კითხავენ, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტში მონაწილეობდნენ. როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, "ამ მსჯავრდებულებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ჩხუბში და მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. მნიშვნელოვანია მათგან იმ ინფორმაციის მიღება, რომლის ნაწილი მათ სასამართლოზეც მოყვნენ და შესაძლოა ისეთი დეტალებიც გააჟღერონ, რომლეBიც სასამართლოზე არ უთქვამთ. ჩვენ სხვა მოწმეებისგანაც მივიღეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შსს-ს გადავუგზავნეთ. ჯამში ეს ინფორმაციები შექმნის იმ სურათს, რომლის საფუძველზეც ჩვენ დავდებთ დასკვნას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, 3 აგვისტოს საგამოძიებო კომისიის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს გამოკითხავენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)