|
2018-07-30 17:10:47, 1224 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანას მოხმარება სრულად ლეგალურია
„საქართველო არა მხოლოდ რეგონში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება სრულად ლეგალურია“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეიდან ქვეყანაში ადამიანებს მარიხუანას მოხმარების გამო, ვეღარ დასჯიან. „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველო გახდა გაცილებით უფრო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო აქამდე, და ჩვენ ყველა ვიცხოვრებთ გაცილებით უკეთეს ქვეყანაში, ვიდრე ვცხოვრობდით. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება კონკრეტულად მარიხუანის მოხმარებას და მის ადმინისტრაციულ სასჯელს, რომელიც გაუქმდა. ასე, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგონში, არამედ პოსტ -საბჭოთა სივრცეში, არის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. ამიერიდან ადამიანებს მარიხუანას მოხმარების გამო ვეღარ დასჯიან. თუ ადამიანის ქმედება სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს, მაშინ ამ ადამიანს აქვს უფლება აკეთოს ის, რაც მას სურს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და პარტიის ერთერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი, რომლითაც ისინი მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ითხოვდნენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)