|
2018-07-28 18:52:26, 1007 ნახვა
კომენტარი
ირაკლი აბესაძე: არასრულწლოვნებმა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეს ახალი გარემოებების შესახებ
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დღეს არასრულწლოვნები დაკითხვა. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი ამ დრომდე გამოკითხული არ იყო. „დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კვლავ დეტალურად ისაუბრეს და უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმ ახალი გარემოებების შესახებ, რაზედაც ჩვენ ორი დღის უკან ვსაუბრობდით. სამწუხაროა, რომ ეს არასრულწლოვნები და ერთ-ერთი მათგანი არ იყო გამოკითხული ივნისის ბოლომდე გამოძიებაში. ისინი არ დაიკითხნენ პირველ დეკემბერს მომხდარ დანაშაულზე, რამაც საბოლოო ჯამში შექმნა სიტუაცია, რომ ჩვენ რვა თვის გასვლის შემდეგ გვიწევს ახალ ვერსიებზე, ახალ გარემოებებზე, ახალ ინფორმაციაზე საუბარი, რისი გადამოწმებაც დღეს გაცილებით უფრო რთულია. ასე რომ, გამოძიებას მოუწევს, ძალიან სწრაფად შეისწავლოს ეს გარემოებები და გააკეთოს საბოლოო დასკვნები“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)