|
2018-07-25 15:07:52, 783 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე: ჭარბავლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ჭარბავლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურს. „ეროვნული ბანკი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს. ეროვნული ბანკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის შეფასება. ჩვენ არსებულ სიტუაციას ვიღებთ, როგორც მოცემულს. შესაბამისად, ჩვენი მანდატიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე წარვმართავთ ჩვენს პოლიტიკას. ასე რომ, ჩემი პასუხი ამ მხრიდან იქნება გაცემული. ეროვნული ბანკის მანდატი არის ფინანსური სტაბილურობა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერა. ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ ბევრი ანალიზი მივაწოდეთ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით. შარშანაც ვსაუბრობდით ამ საკითხებზე და გარკვეული ზომები გავატარეთ ამ საკითხზე. რაც შეეხება 2018 წელს, 1-ელ მარტს გამართულ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში აღვნიშნეთ, რომ ეს არის საკითხი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, დავძენ, რომ რადგან ეს არის გლობალური მიმართულება და ტრენდი, ჩვენც აუცილებლად ვაანალიზებთ ამ მიმართულებას და ვაქცევთ ყურადღებას. აქედან გამომდინარე უკვე შემოვიღეთ და დავაანონსეთ „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების ნდობა ქვეყანაში“ და გავასაჯაროვეთ დებულების პროექტი „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების“ შესახებ და ამის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სესხების გაცემა არ უნდა მოხდეს შემოსავლების დადასტურების გარეშე. მოგეხსენებათ, რომ ეს დებულება არის ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე. მეორე მხრივ, 7 მაისს ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება შეგვეზღუდა ისეთი სესხების გაცემა, რომლებიც შემოსავლების შემოწმების გარეშე გაიცემოდა. ეს არის ჩვენი ანალიზი და რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს არის ფინანსური სტაბილურობის საკითხი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)