|
2018-07-25 13:23:49, 769 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია - ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს, მათი მორიგი ფასადი იქნება
"პრობლემა იმაშია, რომ ახლა მთელი ქვეყანა უნდა დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა ბიძინამ“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ხოშტარიას შეფასებით, ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს, მათი "მორიგი ფასადი" იქნება. „უნდა ვიმარჩიელოთ, რა ახალი კონსტრუქცია მოიგონა, ვინ იქნება ან ვინ არ იქნება. ეს იქნება ფორმალურად „ქართული ოცნების“ თუ ფორმალურად არა ქართული ოცნების, უპარტიოს თუ რას მოიგონებს. არსებითად ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მათ აწყობთ, იქნება მათი კანდიდატი, რა ნომერიც არ უნდა ჰქონდეს და რა სახელიც არ უნდა ერქვას, იქნება მათი მორიგი ფასადი. ამიტომ აქ ყველაზე მთავარია ეს დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც პირდაპირ გამოამჟღავნა გუშინ ბატონმა ბიძინამ, ეს არის ის, რომ დიახ, ის აკონტროლებდა ქვეყნის მართვას, ეს პირდაპირ და ღიად თქვა. ის იხსნის პასუხისმგებლობას იმ ადამიანების ჩავარდნებზე, რაც მათი დანიშნული ხალხი იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ვკონცენტრირდეთ, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციამ იყო ძლიერი ამ არჩევნებზე, ოპოზიციური კანდიდატები იყვნენ ძლიერები და ამ საპროტესტო ამომრჩევლის მობილიზება მოვახდინოთ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)