|
2018-07-25 12:33:15, 820 ნახვა
კომენტარი
„დათუჩა“ დაეხმარება ყველა გაჭირვებულს“ - ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს ქმნის
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს ქმნის. როგორც სარალიძემ აღნიშნა, საქველმოქმედო ფონდის შექმნა მისი შვილის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელიც სარალიძის თქმით, ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. “იქიდან გამომდინარე, რომ დათო, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მზად იყო ყოველთვის სიკეთე ეკეთებინა და დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს, შევქმენი ფონდი “დათუჩა”, რომელიც დაეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, ბავშვებს, ვისაც სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, არიან სოციალურად დაუცველები. სამართლიანობისთვის ბრძოლის განმავლობაში ნათლად დავინახე, რამდენი გაჭირვებული და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვი გვყავს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი შვილის სახელით გავუწიო დახმარება ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს. არის ბავშვების კატეგორია, რომლებსაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და ტანსაცმელი არ აქვთ”, - აღნიშნა მან. სარალიძის განცხადებით, როგორც კი მისი ქალიშვილი სრულწლოვანი გახდება, ფონდს მის სახელზე გადააფორმებს. მანვე დასძინა, რომ საქველმოქმედო ფონდში გასაწევრიანებლად კარი ყველასთვის ღიაა. ფონდში შესული ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ, დავით სარალიძის დაბადების დღეს, 25 ივლისს გაიცემა. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ რომელიმე ბავშვს ფონდის სასწრაფო დახმარება დასჭირდება, გამონაკლისს დაუშვებენ. ზაზა სარალიძის თქმით, ფონდის შემოსავალი მთიანად შემოწირულობაზე იქნება დამოკიდებული, ის პერიოდულად გამართავს საქველმოქმედო აქციებს და მოსახლეობას შეეძლება, ბავშვებს დაეხმარონ არა მხოლოდ ფულადი თანხით, არამედ სამოსით, საკვებით, სათამაშოებითა და სხვა საშუალებებით. მისივე თქმით, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული შეხვედრები არავისთან ჰქონია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)