|
2018-07-25 11:44:16, 824 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: მოგება ივანიშვილის ჯიბეში წავიდა - ქუმსიშვილს რატომ ატარებენ დაკითხვებზე ?
„ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის დროს, ბოლო ექვს წელიწადში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართავა გამოაქვეყნა, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. „თავს ძალა დავატანე და ვნახე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და თქვენც გირჩევთ, რომ ნახოთ. ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს. ამ ინტერვიუში ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის დროს, ბოლო ექვს წელიწადში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონიმიკა პრაქტიკულად არ იზრდება. მან აღიარა, რომ საქართველო ბანკების წინაშე დავალიანების კუთხით, პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში და გაუსწრო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის ბიუჯეტის მესამედი, ბანკების ვალის მომსახურებას ხმარდება. იქვე მან უტიფრად დააბრალა ორ სხვა ბანკს და ასევე მთავრობის პაიკებს. მაგრამ მოდით ახლა ვნახოთ ციფრები, მართალია, რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“ არიან მსხვილი ბანკები. მაგრამ „თიბისის“ სწორედ ივანიშვილმა გადასცა, ჩემს მიერ ინიცირებული ლაზიკის პროექტი ანაკლიაში, იმის სანაცვლოდ, რომ ივანიშვილისა და კალაძის მფლობელობაში მყოფი წამგებიანი ბანკი ძვირად ეყიდა „თიბისი“-ს. ე.ი. ივანიშვილმა გააკეთა ფული, სამაგიეროდ „თიბისი“-მ მიიღო დიდი ქონება. მაგრამ ივანიშვილს დაავიწყდა თქმა, რომ მისი ბანკის „ქართუს“ აქტივები ბოლო წლებში გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე. „ქართუ“ არის ყველაზე სწრაფად მზარდი „მევახშე“ ინსტიტუტი საქართველოში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის უპირველესი მიზანი, ივანიშვილის მმართველობის დამარცხება უნდა იყოს. „ივანიშვილმა ილაპარაკა ქუმსიშვილსა და კვირიკაშვილზე და დაავიწყდა თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი „ქართუს“ დირექტორი და ქუმსიშვილი დირექტორის მოადგილე. ახლა, როცა ქუმსიშვილს ადანაშაულებენ, რომ ფული გამოჰქონდა კრედიტით და მერე სახელმწიფოს ასტუმრებინებდა, ეს იყო „ქართუ“ ბანკის კრედიტი და სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე, ეს კრედიტი გაუსტუმრეს ბანკს და მოგება წავიდა ივანიშვილის ჯიბეში. ქუმსიშვილს რომ ატარებენ დაკითხვებზე, კი მაგრამ ივანიშვილია მანდ მთავარი მიმღები ამ ხეირისა და ამ მოგების. ივანიშვილი ლაპარაკობს ახლა ვინმეს გადაცდომაზე და ვინმეს დარღვევებზე?! ამავე დროს, ხალხის ვალი გაიზარდა ბანკების წინაშე. აი, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც მე მახსენებს პირში წყალი უნდა გამოივლოს ამ კაცმა. ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა თითქმის 4-ჯერ. ასე რომ ნებისმიერი სხვა მმართველი ივნაიშვილის ადგილზე, ქუდს დაიხურავდა და წავიდოდა სახლში, მაგრამ ეს ურცხვად იძახის 2030 წლამდე აპირებს მართვას. 6 წელი ხომ არის უკვე და კიდევ ორჯერ 6 წელი. თქვენ არ ვიცი, მზად ხართ თუ არა, მაგრამ საქართველო ნამდვილად ვერ გაუძლებს და ძალიან სწრაფად გაქრება რუკიდან. ჩემო მეგობრებო, ახლა, როგორც არასდროს არის მოქმედების დრო. შემოდგომაზე ეს გაუგებრობა ჩვენ უნდა დავასრულოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ ახლა ეპოქა საქართველოს წარმატებისთვის. ეს ყველაფერი უკან უნდა მოგვრჩეს, როგორც კოშმარული სიზმარი. მე მაქვს თქვენი იმედი, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ახლა ჩვენი ძალა ერთობაშია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)