|
2015-06-03 11:29:11, 435 ნახვა
პოლიტიკა
ვილჰელმ მოლტერერი: საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას. ამის შესახებ მოლტერერმა ავსტრიულ გაზეთთან WirtschaftsBlatt ინტერვიუში რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის თემის კომენტირებისას განაცხადა. „საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას და ზოგიერთ საკითხში წინაც უსწრებს მას. თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპი, საქართველოში უნდა გაემგზავროთ. იქ ყველა შედარებით დიდ ქალაქში არსებობს იუსტიციის სახლი, რომელშიც მოკლე დროში მიიღებთ ყველა იქ არსებულ სერვისს, იქნება ეს მართვის მოწმობა, პასპორტი თუ კომპანიის დაარსების თაობაზე საბუთი“, - განაცხადა ვილჰელმ მოლტერერმა. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოში დიდი წინსვლაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც. „საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნაზე ხელმოწერითაც მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის რაოდენობამ 18%-ით მოიმატა“, - აღნიშნა მოლტერერმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)