|
2018-07-24 12:24:10, 855 ნახვა
კომენტარი
კობახიძე არ გამორიცხავს, „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იყოს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იყოს. როგორც კობახიძემ განმარტა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გუნდში კონსულტაციები უნდა გაიმართოს. "დღეს მედიასთან ჩვენი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იქნება. მისგან მოვისმენთ მის ხედვას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება კანდიდატს, გვჭირდება კონსულტაციები გუნდის შიგნით, რის შემდეგაც ვიტყვით თუ როგორ წარდგება ამ არჩევნებში "ქართული ოცნება". კონკრეტული განცხადება მსჯელობის საფუძველზე გაკეთდება",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე - რა კრიტერიუმით მოხდება კანდიდატის შერჩევა, კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს სისტემის და სახელმწიფოს მიმართ ლოიალური. "კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური და ზეპარტიული. შესაბამისად პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. გასული 5 წლია განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი და ასეთი პრეზიდენტის განმეორება ჩვენ არ გვინდა. შესაბამისად "ქართული ოცნების" ლოიალობა არ იქნება კრიტერიუმი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს ასაკი და გენდერი. ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია, ხდება მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შეიძლება დავფიქრდეთ. შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა, იმისათვის რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ქვეყანაში განვითარების პროცესი. ყველა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული",- განაცხადა კობახიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)