|
2018-07-24 11:52:53, 782 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსიც გაივლის, გულში რას ფიქრობთ... მერწმუნეთ, მეც იმავეს ვფიქრობ
„ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსიც გაივლის, გულში რას ფიქრობთ... დამერწმუნეთ, მეც იმავეს ვფიქრობ“, - ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს პოტენციალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მოწინავე ქვეყანა გახდეს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მივმართოთ ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან, იმისთვის, რომ თბილისში უახლოესი თვეების განმავლობაში პრინციპულად შევცვალოთ ის ეკოსისტემა, რაც უკავშირდება ზოგადად სატრასპორტო სისტემას, რომელიც არის ძალიან არაეფექტური, თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ... დამერწუმუნეთ, მეც იმავეს ვფიქრობ, მაგრამ ამისი აღმოფხვრა ერთ და ორ კვირაში იყო შეუძლებელი. თუმცა ის გრაფიკი,რასაც მერია წამოგვიდგენს, მართლაც არის ძალიან ამბიციური. განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი, უჭირთ ისე მოკლე დროში ჩაანაცვლონ, თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, როგორადაც ამას თბილისის მერია გააკეთებს. დამერწმუნეთ, უახლოეს პერიოდში, თბილისის სატრანსპორტო სისტემა იქნება ხარისხობრივად განსხვავებული და მართლაც რომ ევროპული“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)