|
2018-07-23 14:23:23, 825 ნახვა
კომენტარი
გიორგი გაბოძე: ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს ვიცავ მ.კ-ს და ამის არანაირი სურვილი არ მაქვს
„ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ. თითქოს ვიცავ მ.კ-ს და ამის არანაირი სურვილი არ მაქვს“, - ამის შესახებ თბილისის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გაბოძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ახსნა-განმარტების მიცემის დროს განაცხადა. გაბოძეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჰკითხა, უნდა წაეყენებინა თუ არა პროკურატურას ბრალი მ.კ.-სთვის დანაშაულში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა, რომ ამის საფუძველი არ იყო. „ძალიან არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ თითქოს მისი ადვოკატი ვარ. სამწუხაროდ, რეალურად ჩემ პოზიციას ვიცავ, რაც თანხვედრაშია დაცვის პოზიციასთან“, -აღიშნა გიორგი გაბოძემ. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით. გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 19 ივლისს შსს-მ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა. სასამართლომ 21 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მასაც პატიმრობა შეუფარდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)