|
2015-06-03 09:29:08, 434 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდზე: პრიმიტიულები და კვაჭი კვაჭანტირაძეები არიან
„ძალიან პრიმიტიულები და კვაჭი კვაჭანტირაძეები არიან“,-ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მმართველი გუნდი გადაცემა „არჩევანში“. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მესამე პირს გადააბრალოს. "ამათი კვაჭი კვაჭანტირაძეობა ყველამ შეისწავლა, ძალიან პრიმიტიულები არიან. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში ყოფნა მეზიზღებოდა. არანაირი უფლება არ მქონდა, მარტო იმიტომ დავრჩი, რომ ინსტიტუტებს ვეცი პატივი. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ყველაფერს, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი, ანადგურებდნენ. ამბობდნენ, სააკაშვილი გვიშლის ხელსო. მე წამოვედი და მერე ამბობდნენ, გიგი უგულავა გვიშლის ხელსო, მერე ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა და ყველა სტრუქტურა „ქართულმა ოცნებამ“ დაიკავა. ახლა ამბობენ, ეროვნული ბანკი გვიშლის ხელსო. ამ ფაქტორებს გიორგი ქადაგიძე არ განაპირობებს. ვალუტაზე სამთავრობო პროგრამები და ეკონომიკური მდგომარეობა ახდენს გავლენას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)