|
2015-06-03 09:31:51, 838 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: მე საქართველოს მოქალაქე ვარ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართვას არ აპირებს და აცხადებს, რომ მას ეს არ დასჭირდება, რადგან ის დღესაც საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-ს ეთერში განაცხადა. „მე საქართველოს მოქალაქე ვარ. უკრაინის მოქალაქეობა იძლევა საშუალებას, რომ 2 წელი იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ მათ უნდათ ჩამორთმევა, შეუძლიათ, ჩამომართვან. მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად ფორმალური აქტი. შევარდნაძე არ იყო საქართველოს მოქალაქე და გახდა საქართველოს ლიდერი, ივანიშვილი არ იყო საქართველო მოქალაქე და ჩაატარა საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის ლიდერი.იმ პირობებში, როცა მოქალაქეობა ჩემთვის ნიშნავს მატროსოვზე რვა კვადრატულ მეტრს, დღეს ეს ყველაფერი ძალიან პირობითია. ჩვენი ხალხი, რომელიც აიძულეს მათ, რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები გააუქმონ, ზუსტად ესევე ფორმალურად ჩამომართმევენ მოქალაქეობას და ესევე ხალხი დამიბრუნებს მოქალაქეობას როცა ამის დრო მოვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)