|
2015-06-02 21:01:00, 558 ნახვა
პოლიტიკა
ტოომას ჰენდრიკ ილვესი: ევროკავშირის წევრობა კარგია, მაგრამ საქართველომ ჯერ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს
„ევროკავშირის წევრობა კარგია, მაგრამ საქართველომ ჯერ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს“,-ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ესტონეთი ევროდემოკრატიის მომხრეა, თუმცა საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჭიროა საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან. „რუსეთის განცხადებას ყურადღებას არავინ აქცევს. სამიტის შედეგები პოზიტიური იყო.იმისათვის, რომ თქვენ შეფასების მეორე ფაზაზე გადახვიდეთ, ჯერ ტექნიკური საკითხების მოგვარებაა აუცილებელი.წლის ბოლოს მიღებული იქნება გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.თუმცა ამის შემდეგ საჭიროა დრო იმისათვის, რომ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მოხდეს.კარგია ევროკავშირის წევრობა, გეყოლებათ უამრავი მეგობარი, ვინც დაგიცავთ და ა.შ. მაგრამ საქართველომ ჯერ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს ამისათვის. ჩვენ ვართ ევროდემოკრატიის მომხრენი, მაგრამ მეორეს მხრივ ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს რომ საჭიროა საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან. მინდა გითხრათ, რომ ესტონეთმა 1995 წელს მოაწერა ხელი ადოცირების შეთანხმებას, თუმცა ევროკავშირში მხოლოდ 2004 წელს გავერთიანდით. ასე რომ, ეს გრძელი პროცესია.მართალია, რუსეთი არ სცემს პატივს სხვა ქვეყნებს, მაგრამ მისი პოზიცია არ არის იმდენად ძლიერი, რომ ჩვენ უკან დავიხიოთ“,-განაცხადა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)