|
2018-07-20 16:58:53, 1166 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხვაზე ისევ დაიბარონ
მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები, დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხვაზე ისევ დაიბარონ. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, კოკა კაციტაძემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ცალკეულ მოხელეთა მხრიდან, შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე, გამოძიება მიმდინარე წლის მარტიდან მიმდინარეობს. „2018 წლის მარტიდან მოყოლებული, საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან, შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. ეს არის დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 182-ე მუხლებით“, - განაცხადა კაციტაძემ. მან ასევე ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე ისაუბრა: „საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა დიმიტრი ქუმსიშვილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანს წარმოდგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტების დროს გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტები. რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, რომელიც ასევე გამოიკითხა პროკურატურაში, გამოძიება ამ შემთხვევაში სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განხორციელდა ამ სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან“, - განაცხადა კაციტაძემ. კითხვაზე, ამ ეტაპზე გამოიკვეთა თუ არა კონკრეტული პირების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტები, კაციტაძემ აღნიშნა: „გამოძიება ჯერ არ მისულა იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული პიროვნება, რომლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“. მანვე დასძინა, რომ გამოძიების ეტაპზე გამოიკითხება ყველა ის პირი, მათ შორის ვინც დაკითხულია, რომლებიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. „გამოძიების ეტაპზე გამოიკითხება ყველა ის პირი, მათ შორის დამატებით, ვინც უკვე დაკითხულია, რომელთა მიმართებითაც გამოძიებას ექნება შეკითხვები და რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით“, - დასძინა კოკა კაციტაძემ.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)