|
2018-07-20 13:50:35, 653 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილის გარდაცვალების ფაქტზე, ევროკონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ" − გადაწყვეტილება გამოიტანა და 2004 წელს მომჩივან გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტურად ფუნქციონირების ვერუზრუნველყოფისა და სამოქალაქო სამართალწარმოებაში კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გამო დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი. „ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ექიმებს არ გააჩნდათ სათანადო ლიცენზიები და რომ საავადმყოფო ახორციელებდა სხვადასხვა სამედიცინო საქმიანობას აუცილებელი ნებართვების გარეშე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა დაცული პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად, არ მოხდა კონვენციით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულება − მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირება. აღნიშნულ საქმეზე განხორციელებული გამოძიებისგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება არ იყო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისი, ვინაიდან შიდასამართლებრივი სისტემა არ იძლეოდა საშუალებას, სამედიცინო დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებში, გარდაცვლილი მსხვერპლის ახლო ნათესავებს მოეთხოვათ მორალური ზიანი. აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ მიუთითა ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის შესახებ. 2004 წელს მომჩივნის შვილი გ.ბ. ტრავმული დაზიანებების ინტენსიური მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში. ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მისი მკურნალობისას დაშვებული იყო საექიმო შეცდომა. საქმესთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე მიმდინარეობდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
(NS)
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)