|
2018-07-19 14:04:30, 1490 ნახვა
სამართალი
სუს-მა 15 აფთიაქში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის გამოსავლენად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული საშუალებები რეცეპტის გარეშე შეისყიდეს, რითაც უტყუარად დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია უკონტროლოდ ხორციელდება. ანტიკორუფიცული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში ჩაატარეს ჩხრეკა შემდეგ სააფთიაქო დაწესებულებებში: შპს „ენძელა“-ში, შპს „ნალი“-ში, შპს „ფარმა 2016“-ში, შპს „ფარმაგიდი +“-ში, შპს „მ.ქ. ფარმა“-ში, შპს „მულტი ვსლ“-ში, შპს „დათუჩა“-ში, შპს „სან ფარმა“-ში, შპს „ნინფარმი“-ში, შპს „იმედი +“-ში, „შპს „ნანფარმა“-ში, შპს „ფარმა-27“-ში, შპს „ნათი+“-ში, შპს „პოლისიფარმა“-ში და შპს „იმედი“-ში. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე.წ. „შავი ბუღალტერია“ და აფთიაქების საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები. საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება ყველა იმ პირის გამოსავლენად, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელებას.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)