|
2018-07-19 12:41:52, 1182 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა: საქართველო დასავლური სტრატეგიის ელემენტად გადაიქცა, რომელიც რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად
„საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად”, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა დასავლეთისა და აშშ-ს სანქციებს. როგორც ზახაროვამ" აღნიშნა, თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, მაშინ ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. „ყველამ ვიცით, რომ დასავლეთში არსებობენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ანტირუსული სანქციების გაფართოებისა და შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამ დროს მათ მოტივებს არ აქვთ არანაირი კავშირი საქართველოს ინტერესების დაცვასთან. ეს აზრი მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ. ჩემი აზრით, ეს ცხადია. თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, ეს იქნება კარგი საბაბი რომ ქართველები დაფიქრდნენ - ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. ეს დასკვნა თავისთავად მოდის. საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში. არც ისე შორეულ წარსულში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საჯაროდ განაცხადა - ვციტირებ: "შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით." ჩემი აზრით, ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ სხვისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მოქმედება ეროვნული ინტერესების დაცვის სანაცვლოდ, უმადური და არაკეთილშობილი საქმეა“, - აღნიშნა ზახაროვამ.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)