|
2018-07-19 12:39:17, 945 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ჭიჭინაძის მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო
„დავით ჭიჭინაძის მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი განმარტებით, ჭიჭინაძეს არასდროს შეხვედრია და არც მასთან უმუშავია. „პარტიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე ამაში არ ვყოფილვარ ჩართული, მედიიდან შევიტყვე. ახლა ალბათ ეს პროცესი დასრულდა, შემიძლია საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ არასოდეს არ მქონია, შესაძლებლობა ბატონ დავით ჭიჭინაძესთან რამე საკითხზე მემუშავა. მას არ ვიცნობ და არც შევხვედრილვარ. მისი ჩემდამი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება იყო ყოველთვის გასაკვირი“, -აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)