|
2018-07-19 11:41:58, 800 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი: დავით ჭიჭინაძე ბოლო პერიოდში მონდომებული იყო, რომ ვიღაცას პარტიიდან გაერიცხა
„დავით ჭიჭინაძე ბოლო პერიოდში მონდომებული იყო, რომ ვიღაცას გაერიცხა პარტიიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატ დავით ჭიჭინაძის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიის სხვა წევრებსაც სურდათ. „მწვავე განცხადებები თუ შინაარსობრივად კრიტიკულია, აქ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ მწვავე განცხადებები შინაარსობრივად ზიანის მომტანია და არაეთიკურია და ყოველგვარ საზღვარს ცდება, აქ პრობლემას ვხედავ. სამწუხაროდ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ შორის ბატონი დავითი ბოლო პერიოდში მონდომებული იყო, რომ ვიღაცას გაერიცხა პარტიიდან. გუნდის სხვა წევრების ინტერვიუმ დაადასტურა რომ ისინი არ ნანობენ ამას და პირიქით გულის სიღრმეში ფიქრობენ, რომ კარგი იქნება თუ გარიცხავენ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)