19:03 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 13:35:15, 813 ნახვა

სამართალი
„პასუხების დრო დადგა“ - ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურაში შეხვედრას გამართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, დღეს პროკურატურაში შეხვედრას გამართავს.

როგორც სარალიძე სოციალურ ქსელში წერს, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, 7 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, პროკურატურამ 10 დღიანი ვადა ითხოვა, დრო კი, ამოიწურა.

„დღეს 17 ივლისს 17:00 საათზე მივდივართ მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრას დაესწრება შსს-ს წარმომადგენლობაც. 7 ივლისს როდესაც ვიყავით, მათ ითხოვეს 10 დღის ვადა. პასუხების დრო დადგა“, - წერს სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ზაზა სარალიძე პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე სარალიძემ შსს-თან აქცია გამართა. ის მთელი ღამის განმავლობაში უწყების ეზოში იყო და ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics