|
2015-06-02 13:29:03, 432 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონს არ დავარღვევთ, ეს გარანტირებული იქნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტის მიღება პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს. ამ განცხადებით კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიპლომატიური პასპორტი მიიღოს. კობახიძის მტკიცებით, სააკაშვილის მიმართ კანონის დაცვა გარანტირებული იქნება და ყველა პროცედურა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართება. "მე არ მაქვს სურვილი, რომ ყოველდღე ვისაუბრო მიხეილ სააკაშვილზე.მემგონი, არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი იქ რას მიიღებს, რას გადაწყვეტს, დავანებოთ ამას თავი და ჩვენს ქვეყანაზე ვისაუბროთ. სხვა ქვეყნის, უცხო ქვეყნის ჩინოვნიკია, არამგონია, რომ ჩვენ ყოველდღე ჩვენს მოსახლეობას უნდა ვესაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე, აინტერესებს ეს ჩვენს მოსახლეობას? აბა კითხეთ. მაინც გიპასუხებთ. არსებობს პროცედურები კონსტიტუცია პირველ რიგში. ყველაფერი მოხდება კანონის დაცვით და შესაბამისად, ეს იქნება მოქალექეობის შეწყვეტა, თუ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირის მიმართ მოპყრობა, როგორც არის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტით, კანონმდებლობით ყველაფერი იქნება ისე. სააკაშვილის მიმართ კანონს არ დავარღვევთ, ეს იქნება გარანტირებული. კანონის დაცვა იქნება ყველას მიმართ გარანტირებული. კანონი ყველას მიმართ არის თანასწორი.როგორ ფიქრობთ, დიპლომატიური პასპორტი თუ აქვს ადამიანს, თუ ის დანაშაულს ჩადის, ან დანაშაული აქვს ჩადენილი ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება?მაშინ ნებისმიერი დამნაშავე რაღაც მექანიზმებით მიიღებდა დიპლომატიურ პასპორტს და ის თავს აარიდებდა პასუხისმგებლობას,დიპლომატიური პასპორტი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, როგორც არის წესი ასეთი პასპორტის, ასეთი სტატუსის პირების მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით, ყველაფერი ისე იქნება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)