|
2018-07-14 20:55:46, 810 ნახვა
კომენტარი
ბოკერია კობახიძეს: ახალგაზრდებს ტოტალიზატორი გაუკეთებიათ, რომ სიტყვას ორჯერ გამიგრძელებთ, იმედს ნუ გავუცრუებთ
„თურმე ახალგაზრდებს ტოტალიზატორი გაუკეთებიათ, რომ თქვენ ორჯერ გამიგრძელებთ სიტყვას და მინდა გთხოვოთ, ნუ გავუცრუებთ მათ იმედს“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს რიგგარეშე სესიაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. პარლამენტის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით პარტია „გირჩმა“ მოვლენების განვითარების საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. „ბილეთში“ ერთ-ერთი შედეგი იყო, რომ გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს კითხვის დასმისას დროის ორჯერ დამატებას სთხოვდა. „ბატონო ირაკლი, თურმე ახალგაზრდებს ტოტალიზატორი გაუკეთებიათ, რომ თქვენ ორჯერ გამიგრძელებთ სიტყვას და ნუ გავუცრუებთ ახალგაზრდებს იმედს უნდა გთხოვოთ. პარლამენტის მიმართ ინტერესი აქვთ და კარგი იქნება, თუ ამ ინტერესს წავახალისებთ. თან პირობას გაძლევთ, რომ მერე ფრაქციის სახელით აღარ გამოვალ და დროსაც და უმრავლესობის წევრების ნერვებსაც დავზოგავ უფრო მეტად“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძეს. ამის შემდეგ ბოკერიამ მამუკა ბახტაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მან მმართველი გუნდის აპლოდისმენტები მხოლოდ ერთხელ დაიმსაურა: „ბატონო მამუკა, სიმბოლური რამე მოხდა. თქვენ ტაში უმრავლესობას მოწყვიტეთ მხოლოდ ერთხელ გამოსვლისას. არც თქვენს მომავალ გეგმებზე საუბრისას, არც ამ ნათელ გეგმებზე, რომლის კონკრეტული ასპექტებიც ვერ გავიგეთ, არამედ წარსულზე რო ილაპარაკეთ, რომ შს მინისტრი სათბურებს აკონტროლებდა და ეხლა რომ ეს ასე არ არის, ამაზე არ დაეზარა დაღლილ უმრავლესობას ტაში. ბოლოსაც დაგიკრავენ, თუ ძაან არ დაიღალნენ“, - განაცხადა ბოკერიამ. მას ბახტაძე ასე გამოეხმაურა: „ბატონო გიგა, მეც წავიკითხე და ძალიან ბევრი სხვა კოეფიციენტია იქ, რომელიც იმედია დღეს შესრულდება. ეს არ იყო ყველაზე საინტერესო“.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)