|
2018-07-14 15:24:09, 894 ნახვა
კომენტარი
მარშანია: „ხიშბა-სიგუას სიაში“ სააკაშვილი და ახალაია სამართლიანად მოხვდნენ, ბოკერია აკლია
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ოკუპირებული აფხაზეთის მიერ შემუშავებულ „ხიშბა-სიგუას სიას“ გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სიაში ბევრი პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სამართლიანად მოხვდა. „როდესაც 2008 წელს ომი მიმდინარეობდა, მაშინ ეს ბატონები იყვნენ საქართველოს მმართველები, ამიტომ დააკავშირეს აფხაზებმა ომთან და იმ დანაშაულებებთან, რომელშიც ადანაშაულებენ. ცალკე რომ ავიღოთ, მიხეილ სააკაშვილს მეც შევიყვანდი სიაში, ახალაიას, კეზერაშვილს და აგერ ბოკერია გვიზის პარლამენტში, დამნაშავე. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გაჩნდა ეს სია და ანალიზი უნდა გავუკეთოთ ამ სიას. სხვათა შორის, ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ამ სიაში მოხვდა, აბსოლუტურად სამართლიანად მოხვდა, მათ შორის სააკაშვილი და ახალაია. ბოკერია აკლია იმ სიას“, - განაცხადა ადა მარშანიამ. შეგახსენებთ, ოკუპირებულმა აფხაზეთმა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" საპასუხოდ ე.წ. შავი სია შეიმუშავა. სიაში სულ 26 პირია შეყვანილი: თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი იოსებ ახალაია, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, ქართული შეიარაღებული ფორმირების „ტყის ძმების“ ლიდერი სლავიკ ბიგვავა, ამავე ფორმირების წევრები - ავთანდილ ბულისკერია და რობერტ გამისონია, სამხედრო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა გოგავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ბეჟან გოლანძია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შსს-ს თანამშრომელი ზაზა კაკულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, გიორგი კარკარაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, გენერალი მამუკა ყურაშვილი, იუსუფ ლაკაევი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გენერალი (2008 წლის აგვისტოს ომის გმირი) დავით ნოირაშვილი, ფორმირების წევრები - ემზარ პონიავა, ალიკ სამუშია, ომარ ხარჩილავა, დავით შენგელია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შსს-ს თანამშრომელი ბესიკ თოფურია, შსს-ს ყოფილი თანამშრომლები - მანუჩარ ჩანგელია და რომან შამათავა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)