|
2018-07-14 13:40:19, 1130 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი, მერაბიშვილი, ქარდავა, ახალაია - ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ. შავი სია შეიმუშავა
ოკუპირებულმა აფხაზეთმა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" საპასუხოდ ე.წ. შავი სია შეიმუშავა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. აღნიშნული სია "რესპუბლიკურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ" შეადგინა. "დოკუმენტი" დე-ფაქტო პარლამენტსა და მთავრობას დღეს გადაეგზავნა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შავ სიაში სულ 26 პირია შეყვანილი. "ქართული მხარის მიერ სასანქციო სიის შექმნა უსაფუძვლო და უარგუმენტოა. აღნიშნული სია მიმართულია ჩვენი ომის ვეტერანების წინააღმდეგ. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უნდა შევქმნათ ჩვენი სასანქციო სია, რათა მასში შევიყვანოთ ყველა ის პირი, რომელიც ჩვენი ხალხის მკვლელობასა და გატაცებაშია დამნაშავე. ეს გზა, რომელიც ქართულმა მხარემ აირჩია ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. სანქციები და ბლოკადა ჩვენთვის არ არის სიახლე. საქართველოს მოთხოვნით ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკვე 20 წლის განმავლობაში სრულ იზოლაციაში გვამყოფებს", - ნათქვამია "ორგანიზაციის" მიმართვაში. მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. შავ სიას "ხიშბა-სიგუას სია" უნდა ეწოდოს. მათივე განმარტებით, აღნიშნული პირები "ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს". ე.წ. შავი სია შეყვანილი არიან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი იოსებ ახალაია, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, ქართული შეიარაღებული ფორმირების „ტყის ძმების“ ლიდერი სლავიკ ბიგვავა, ამავე ფორმირების წევრები - ავთანდილ ბულისკერია და რობერტ გამისონია, სამხედრო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა გოგავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ბეჟან გოლანძია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შსს-ს თანამშრომელი ზაზა კაკულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, გიორგი კარკარაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, გენერალი მამუკა ყურაშვილი, იუსუფ ლაკაევი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გენერალი (2008 წლის აგვისტოს ომის გმირი) დავით ნოირაშვილი, ფორმირების წევრები - ემზარ პონიავა, ალიკ სამუშია, ომარ ხარჩილავა, დავით შენგელია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შსს-ს თანამშრომელი ბესიკ თოფურია, შსს-ს ყოფილი თანამშრომლები - მანუჩარ ჩანგელია და რომან შამათავა.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)