|
2018-07-13 19:26:27, 1668 ნახვა
სამართალი
ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძეს: თქვენ უნდა იყოთ გენერალი სიმუსი
„დღეს მიხსენეთ თქვენ, რომ ხადური იყო დოქტორი და თქვენ ხართ ბაკალავრიო, იმან ვერ ქნა და როგორ იზამო, მაშინ თქვენ უნდა იყოთ გენერალი სიმუსი“, - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს. როგორც მაჭავრიანმა აღნიშნა, ის, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მცირე მთავრობის კონცეფციაში წარმოდგენილი რეფორმების გატარებაში უფრო მეტად დაეხმარება. „ბატონო რომან, უკვე მეორედ მესმის თქვენგან დღეს ჩემი ბეგრაუნდის მიმართ გამოთქმული სკეპტიციზმი. ის რომ მე ბიუროკრატიული გამოცდილება არ გამაჩნია და არც პოლიტიკოსის, ეს შეიძლება სისუსტე იყოს, გეთანხმებით. მაგრამ ამ ეს შეიძლება აბსოლუტურად ისეთ ძლიერ მოვლენაში გადაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში, იქნება ეს ფინანსთა სამინისტრო თუ ზოგადად სამთავრობო სტრუქტურა, დაინახო ისეთი არაეფექტურობები, რაზეც ჩვეულებრივი მიუღებლობა გექნება. მე აქ ჰალსტუხით, ესეც გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის, არც ის ვიცოდი წესიერად როგორ მომეგნო ეს ოთახი. მაგრამ ეს უნარი აკრეფადია, მაგრამ ის უნარი, რომ ერთის მხრივ არ ავყვე პოპულიზმს, სოციალური წნეხის ქვეშ არ დავგეგმო და მერე არ დავხარჯო ბიუჯეტი, მეორეს მხრივ გავატარო ის რეფორმები, რაც მცირე მთავრობის კონცეფციაშია, ზუსტად ის რომ არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში, მგონია, უფრო დამეხმარება. ეს იყო ჩემი და პრემიერის განსჯის საგანი. რაც შეეხება თქვენ მიდგომებს ჩემ უმაღლეს განათლებასა და გამოცდილებაზე, დიპლომებზე და ხარისხებზე დევნა, მე-20 საუკუნის 60-იანი წლების არის. გაიხედეთ გარეთ, რა ხდება ტექნოლოგიებში და განვითარებულ ქვეყნებში. დღეს მიხსენეთ თქვენ, რომ ხადური იყო დოქტორიო და თქვენ ხართ ბაკალავრიო, იმან ვერ ქნა და როგორ იზამო, მაშინ თქვენ უნდა იყოთ გენერალი სიმუსი“, - მიმართა მაჭავარიანმა გოცირიძეს. მინისტრობის კანდიდატს დეპუტატი ასეთი რეპლიკით გამოეხმაურა: „მგონი მწყრალად ვარ იუმორთან, სად უნდა გამეცინა გენერალ სიმუსზე?“. საპასუხოდ, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს გასაცინად არ უთქვამს. ცნობისთვის, რომან გოცირიძემ დღეს მაჭავრიანს მიმართა და დაინტერესდა, ვინ გაუწია რეკომენდაცია ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენასთან დაკავშირებით და რატომ დათანხმდა ამ შემოთავაზებას.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)