|
2018-07-13 18:36:37, 700 ნახვა
კომენტარი
პრემიერი კახიშვილზე: წარმატებული მინისტრი რომ იყო, სწორედ ამიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად
„წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში არ გვაძლევს სისტემურ წარმატებას, გვჭირდება წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით, ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი“, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომის მიმდინარეობისას ფრაქციის წევრის კითხვის პასუხად განაცხადა. „კახა კახიშვილი წარმატებული მინისტრი რომ იყო, სწორედ ამიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. სწორედ, ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი - მან წარმატებული რეფორმები გაატარა ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან მძიმე სექტორში, მაგრამ წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში არ გვაძლევს ჩვენ სისტემურ წარმატებას. ჩვენ გვჭირდება ასეთივე წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კახა კახიშვილი დაკისრებულ ფუნქციას თავს ისეთივე წარმატებით გაართმევს, როგორც ეს იმ სამინისტროში გააკეთა, რომელსაც ხელმძღვანელობდა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრისთვის, ვინაიდან, მე განვაცხადე, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკური ვალდებულებაა ყველა რეფორმა წარმატებით დავასრულო და რა თქმა უნდა, სწორედ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე მივიღე მე ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, კახა ამ მნიშვნელოვან ფუქნციას თავს წარმატებით გაართმევს, ისევე როგორც წარმატებით გაართვა თავი მნიშვნელოვან რეფორმებს თავი სამინისტროში, რომელსაც ხელმძღვანელობდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)