05:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 17:18:27, 1424 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე მარშანიას: ჩემი ყოველი დღე იწყება აფხაზეთზე ფიქრით და ყოველი საღამო ასე მთავრდება

„ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას.

დეპუტატმა პრემიერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ისეთ პრემიერს, რომელიც ქვეყნის გამთლიანებას უპირველეს საკითხად არ აყენებს.

„ქალბატონო ადა, მე იმიტომ ვამბობ, ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა, რომ სწორედ განათლებული საქართველო და ისეთი ტიპის ეკონომიკა, რომელიც მე აღვნიშნე, არის ერთადერთი სწორი გზა და ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. მე ეს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე ჩემს პროგრამაში. ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემ კავშირს და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფერის მიმართ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ მე, რომ ეს არის ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics