|
2015-06-02 11:53:47, 631 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილმა ჯერ არ იცის, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარს დაუჭერს თუ არა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჯერჯერობით არ იცის, დაუჭერს თუ არა მხარს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალისტებმა უნდა თქვან, მარიხუანა რამდენად მავნებელია, ან არ არის მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გადაწყვეტილებას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე მიიღებს. „რაც შეეხება ბალახის მავნებლობა–უვნებლობის საკითხს, ეს უკვე სპეციალისტების დასადგენია. ხშირად აკეთებენ შედარებას ღვინოსთან, თამბაქოსთან, ამიტომაც სპეციალისტებმა უნდა თქვან, მარიხუანა ჯანმრთელობისთვის რამდენად უვნებელი გახლავთ. მე მოკლებული ვარ სპეციალურ ცოდნას, სიამოვნებით მივიღებ ამ დისკუსიებში მონაწილეობას, რომ გავიგო ეს ბალახი მაწყენარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, თუ უწყინარი ხილი გახლავთ. თუ უწყინარია და ადამიანის ჯანმრთელობას არა თუ ვნებს, არამედ ხელს უწყობს, დეკრიმინალიზაციას მხარს დავუჭერ, მაგრამ თუ მავნებელია და ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ანგრევს, არც ერთმა ჯანმრთელმა ადამიანმა მხარი არ უნდა დაუჭიროს. როგორ შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობის საწინააღმდეგო ნივთიერებებს ან ნივთებს დავუჭიროთ მხარი?!“, – განაცხადა ქუცნაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მარიხუანას მცირე რაოდენობით მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)