|
2018-07-11 10:47:08, 1109 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისის მასშტაბით ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა აამოქმედა
მიმდინარე წლის 9 ივლისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა. ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად მოახდინა ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები. აღნიშნულ ადგილებზე სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა. ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში. წლის ბოლომდე იგეგმება გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის რეგიონული მასშტაბით ამოქმედება. ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება. საქართველოში არსებული საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება, ავტოსაგზაო შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა და მისი პრევენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ინტენსიურად ახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას. ახალი ვიდეოკამერებისა და სექციური რადარების მდებარეობა ახალი ჭკვიანი ვიდეოკამერების განლაგება თბილისში: 1. წერეთლის გამზირი - სტანისლავსკის ქ.-ს კვეთა (დინამოს მიმართულებით) 2. წერეთლის გამზირი - სტანისლავსკის ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით) 3. წერეთლის გამზ - ვ. ბაგრატიონის ქ. (დინამოს მიმართულებით) 4. წერეთლის გამზ-ვ. ბაგრატიონი ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით) 5. ი.ჭავჭავაძის გამზირი - ბერძენიშვილის ქ. 6. ლეხ კაჩინსკის ქ.-აწყურის ქ. 7. დადიანის ქ. - კოხრეიძის ქ. 8. დადიანის ქ. -ზაზიაშვილი ქ. 9. გობრონიძის ქ.-დუმბაძის ქ. 10. გობრონიძის ქ.-ნონეშვილის ქ. 11. რომელაშვილის ქ. -ისაკიანის ქ. 12. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია - კინო საქართველოს მიმართულებით) 13. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია 2) მეტრო სარაჯიშვილის მიმართულებით 14. მარცხენა სანაპირო - ქორწინების სახლთან 15. თამარაშვილის ქუჩა - უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა 16. ვაჟა-ფშაველას გამზირი ახალი სიჩქარის მზომი სექციური რადარები განთავსებულია: 1. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქიდან გასასვლელში) 2. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქში შემოსასვლელში) 3. ჯ. ბალანჩინის ქ. (გლდანის მიმართულებით) 4. ჯ.ბალანჩინის ქ. (გლდანიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით) 5. ქ.თბილისი - ქ. რუსთავის გზატკეცილი ( ფონიჭალიდან გასასვლელში) 6. ქ.თბილისი - ქ.რუსთავის გზატკეცილი (ფონიჭალაში შემოსასვლელში) ახალი წერტილოვანი რადარები განთავსებულია: 1. ბათუმი - ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხის მიმართულებით) 2. ბათუმი - ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხიდან ბათუმის მიმართლებით) 3. მახინჯაური - (მახინჯარუიდან ბათუმის მიმართულებით) 4. მახინჯაური (ბათუმიდან მახინჯაურის მიმართულებით) 5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მონაკვეთი 6. ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)