|
2018-07-09 16:22:56, 718 ნახვა
კომენტარი
აკაკი ზოიძე: ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს ქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეთ
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ერთი და იმავე სქესის მქონე მოქალაქეების ქორწინების დაკანონება არ უნდა მოხდეს. როგორც ზოიძემ გადაცემა "პოლიტიკურ დეტექტორში" განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღება დაუშვებელია. "ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს ქორწინების უფლება ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ. ქორწინება არის მამაკაცს და ქალს შორის. თვითონ ქორწინების თემა სხვა თემაა. არავინ ხელს არ უშლით მათ იყვნენ პარტნიორები. რაც შეეხება შვილად აყვანას, არ მიმაჩნია, რომ არის სწორი, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრით შვილის უფლებებთან მოდის წინააღმდეგობაში. შეიძლება დავუპირისპირდე ლიბერალებს, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად - ადამიანს არ აქვს არჩევანი ჰყავდეს ჩვეულებრივი დედ-მამა თუ განსხვავებული. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით შვილის უფლებები იზღუდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება იცხოვრონ მასთან ვისთანაც უნდათ. ეს მათი არჩევანია, ოღონდ ამის რეკლამა მიუღებელია, რომ ეს არის სწორი ცხოვრების წესი. ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, თავს გვახვევენ, რომ ეს არის ყველაფერი. მეორე მხარეს, მიუღებელია მხოლოდ ამ ნიშნით დისკრიმინაცია და ზეწოლა ადამიანების მიმართ", - განაცხადა ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)