18:15 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 17:43:55, 6759 ნახვა

კულტურა
ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით „მილიონრების“ პრემიერა გაიმართება

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით შექმნილ სპექტაკლ „მილიონრები ” -ს პრემიერას გამართავს. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოხუმის დრამატული თეატრიდან აცნობეს.

სპექტაკლის შინაარსის მიხედვით, „არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბავს მოგიყვებიან გაოცდები. იცი არ გატყუებენ! ასე მემართება, როდესაც ჩემი დიდი ხნის მეგობრებისგან, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებისგან, გასაოცარ ისტორიებს ვისმენ. ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულს, ზოგჯერ სასაცილოს. განსაკუთრებით მიტაცებს ომის დროს მომხდარი ამბების მოსმენა. ამბების, რომლებსაც პირდაპირი კავშირი საომარ მოქმედებებთან არ აქვს. ყვებიან უშუალოდ, იუმორით, ზედმეტი ემოციების გარეშე ამბებს, რომლებიც ხშირად ძალიან ამაღელვებელია. სწორედ ამ ამბების მოსმენისას გამიჩნდა ახალი სპექტაკლის ფორმის იდეა. ჩემთვის ამოუხსნელი რჩება ის სითბო და სიყვარული, რომლითაც იხსენებენ იმ ურთულეს პერიოდს.დიდი გაჭირვების მიუხედავად მაინც კარგად ახსენდებათ ის დრო. იქნებ თეატრში მაინც შევძლოთ ადამიანის ამ უცნაური თვისების ამოხსნა. როცა შენ გარშემო ასეთი გასაჭირია როგორ უნდა იგრძნო თავი ასე მხიარულად და უდარდელად? “ვცხოვრობდით მილიონრებივითო” - ასე იხსენებენ ღიმილით იმ დროს. სპექტაკლში გამოვიყენე ტექსტები ცნობილი იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს რამდენიმე პიესიდან. ომი ყველგან ომია, იტალიაშიც და საქართველოშიც. ალბათ ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში გათამაშებული დრამატული და კომიკური სიტუაციები, მოქმედ პირთა ხასიათები და ურთიერთობები ასეთი ნაცნობი და ახლობელია თანამედროვე ქართველი მაყურებლისთვის“.

„არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბავს მოგიყვებიან გაოცდები. იცი არ გატყუებენ! ასე მემართება, როდესაც ჩემი დიდი ხნის მეგობრებისგან, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებისგან, გასაოცარ ისტორიებს ვისმენ. ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულს, ზოგჯერ სასაცილოს ." -აცხადებს სპექტაკლის ავტორი დავით საყვარელიძე

სპექტაკლი შედგება ახმეტელის თეატრში 4-5 ივნისს , 20:00 საათზე.

სპექტაკლის ავტორი - დავით საყვარელიძე ქორეოგრაფი - ეკა არჩაია რეჟისორის თანაშემწე - ლეილა მურღულია მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ჯენარო - ბადრი ბეგალიშვილი ამალია - მარინა სოლომონია ამადეო - პაატა ვახტანგიშვილი მარია - ვერიკო კალანდია პეპე - ნიკა წერედიანი ფედერიკო - დათო ბერაძე მღვდელი - ბესო ქარჩავა ადელაიდა - ჯულიეტა პაკელიანი ასუნტა - ლონდა კაცია პეპენელა - ლიანა მიქაშავიძე ტერეზა - ნინო შავგულიძე მარგარიტა - სანათა ძაძამია უბნის ინსპექტორი - ნუგზარ წერედიანი ჩაპა, საგადასახადოს უფროსი - იუკა ვასაძე სტუმარი - ედემ ხვიჩია ლუჩია - ლელა შარაბიძე უცნობი ჭირისუფალი - იზოლდა ბოკუჩავა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ამჟამად ან სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგას, ან ემიგრაციაში იმყოფება, ან ციხეშია - ევროკომისიის ანგარიში
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics