|
2018-07-07 13:38:30, 949 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია - ეკა ბესელია და „ოცნების“ ზოგიერთი წევრი ცდილობს, შსს-ს წარმომადგენლებს ხელი დააფაროს
„როდესაც შსს-ს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხები, ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელი, ცდილობენ, მათ ხელი დააფარონ“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს საქმეზე სიმართლის დადგენა არ სურს და სამუშაო პროცესის ჩაშლას ცდილობენ. „სამწუხაროდ, იმ მომენტში, როდესაც მთელი საზოგადოებისთვის ძალიან ნათლად ჩნდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხები კითხვებზე, ან პირდაპირ საუბრობენ კანონდარღვევებზე, მაგალითად დღეს როგორც გამოჩნდა, ეს არის არასრულწლოვნების მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გამომწყვდევა, ასეთ მომენტებში, ქალბატონი ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ ზოგი წარმომადგენელი, პირდაპირ იწყებს კომისიის მუშაობის ჩაშლას. ისინი ერევიან საუბარში და ცდილობენ, რაღაც არ არსებული პროცედურული საკითხების დაყენებას ორი მიზნით, პირველი - ხელი დააფარონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და მეორე - ზოგადად, კომისია აქციონ პოლიტიკური კინკლაობის, თავდასხმების, პოლიტიკური პროცესის ნაწილად და არა სიმართლის დადგენის პროცესად. ეს ერთის მხრივ ლოგიკურია და ავლენს „ქართული ოცნების“ მოტივაციას, რომ მათ რეალურად სიმართლის დადგენა არ უნდათ, თუმცა მათ არ მივცემათ საშუალება, რომ ჩაშალონ პროცესი. ჩვენ ძალიან მშვიდად, ფაქტებზე დაფუძნებით როგორც აქამდე, გავაგრძელებთ დაკითხვებს და აუცილებლად დავადგენთ სიმართლეს ყველა იმ ეპიზოდში, რომელიც არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გამომძიებელი ირაკლი ფიფია და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი შალვა ბედოიძე უკვე მესამედ გამოკითხა. სხდომაზე დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუაც უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა როგორც კომისიის მდივანმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, სიგუამ სამედიცინო ცნობა წარადგინა. მანვე დასძინა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ სიგუას კომისიის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)