|
2015-06-01 15:33:06, 516 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საქართველო მარიხუანას გამოყენების დაკანონებისთვის მზად არ არის
უსაფრთხოებისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მომხრეა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ნაკლებად მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები იყოს გამოყენებული. თუმცა, დეპუტატის შეფასებით, საქართველო ჰოლანდიის მსგავსად, მარიხუანას მოხმარების დაკანონებისთვის მზად არ არის. „ეს თემა ძალიან მგრძნობიარე და რთულია. ერთის მხრივ, ჩვენ უნდა განვსაჯოთ რა ტიპის სასჯელი გამოვიყენოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ. ამ შემთხვევაში მე შეიძლება უფრო ლიბერალური მიდგომის მომხრე ვიყო, მარგამ მეორეს მხრივ სრული ლიბერალიზაცია და ამ ნარკოტიკული საშუალების გამოყენების დაკანონება, ისე როგორც ჰოლანდიაშია, ჩემი აზრით ამ ეტაპზე ამისთვის ჩვენი ქვეყანა მზად არ არის. ეს გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, უნდა ვიმსჯელოთ შუალედურ ვერსიაზე, სადაც სადამსჯელო ღონისძიებები უფრო ნაკლებად მძიმე იქნება“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)